გიორგი ვაშაძე - გულწრფელად გეუბნებით, მე პირადად ბუნებრივი ბარიერის მომხრე არ ვარ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბუნებრივ ბარიერს მხარს არ უჭერს.

როგორც გიორგი ვასაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ის, რომ საარჩევნო ბარიერი 5%-დან დასაწევია, ფაქტია, მაგრამ გარკვეული ოდენობის ბარიერი მაინც უნდა არსებობდეს.

„მე პირადად, ბუნებრივი ბარიერის მომხრე არ ვარ, გულწრფელად გეუბნებით. ვფიქრობ, რაღაც ბარიერი, 3- 2 % მაინც უნდა იყოს, იმიტომ, რომ 150 კაციდან თითო სხვადასხვა პარტიიდან რომ იყოს წარმოგიდგენიათ? - კატასროფა იქნება. ამის პრაქტიკა არც არის, ამიტომ, მე ამის მოხრე არ ვარ. თუმცა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ, რადგან ეს საკითხი გარკვეულ პარტიებს უნდოდათ. ჩვენ კომპრომისზე წავედით და თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება, მზად ვართ, ეს საკითხი დავთმოთ. შესაბამისად, კომპრომისზე წავიყვანეთ „ქართული ოცნება“, რომ 0-დან 3%-მდე საუბარი არის, მაგრამ მთლად უბარიერო სისტემაზე ისინი არ წამოვიდნენ. ამიტომ, ეს თემა სამჯელოა. ის, რომ ბარიერი 5%-დან დასაწევია ფაქტია, მაგრამ ერთი რამის თქმა მსურს, ცალკე აღებული ბარიერის დაწევა ან არ დაწევა ეს ხომ არსებულ კრიზისს ვერ მოაგვარებს? ჩვენ გვინდა გრძელვადიანად ისე მოვაგვაროთ ეს კრიზისული სიტუაცია, რომ ხვალ და ზეგ იგივე პრობლემა არ დაგვიდგეს. ქართული პოლიტიკა, როგორღაც გადავდოთ ხალხზე ზრუნვაზე და არა იმაზე, რომ სულ ჭიდილი იყოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო