გიგა ბოკერია - თუ მელიას დააკავებენ, ეს ბრაზს გააასმაგებს - ამ შემთხვევაში ოპოზიციის გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა

თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დააკავებენ, ამ აბსურდული და უტიფარი ბრალდებით, ეს რა თქმა უნდა, არათუ პოლარიზაციას შეამცირებს, არამედ ბრაზს გააასმაგებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გარდაუვალია და თუ მელიას დააკავებენ, ამ გეგმაში, რომელიც ისედაც არსებობს, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა.

„ოპოზიციის შეხვედრა ყველა შემთხვევაში დაგეგმილი იყო, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, ამ მნიშვნელოვანი, სახიფათო და უტიფარი განზრახვის გამოცხადებამდეც. ჩვენ აქ შეკრებილები ვართ გაყალბებული არჩევნებისა და პოლიტიკური კრიზისის პირობებში დავგეგმოთ ის, რაც უკვე არაერთხელ ვთქვით - დროა პარტიული პროტესტი სამოქალაქო პროტესტს შეუერთდეს, რომელიც მიმდინარეობს და დაიგეგმოს ეს ქმედებები. ამის მიღმა და ამასთან, რა თქმა უნდა, დაკავშირებული საკითხია ის უმძიმესი განვითარება, რასაც ახლა ივანიშვილის რეჟიმი მელიას დაკავებით განიხილავს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ გეგმებში, რომელიც ახლა იქნება დაწყობილი და რომელიც ყველა შემთხვევაში განხორციელდება, ვგულისხმობ პროტესტს, გაყალბებული არჩევნებისა და ვადამდელი ნორმალური არჩევნების მოთხოვნით, შევა მნიშვნელოვანი კორექტირები, ამ ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ვერ გადაარჩენს და პირიქით, შეიძლება ძალიან დრამატული სცენარი მოგვიტანოს და დააზიანოს ქვეყანა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, უტიფარი და გამჭვირვალე ფორმით.

„მელია არსად გარბის, რა გირაოა საჭირო? ოღონდ წავიდეს მელია და სიამოვნებით გაუშვებდნენ, მთელი ეს საქმე პოლიტიკურად შეკერილი საქმეა, ყველამ იცის თვითონაც. თვითონ მოიქციეს ამ კუთხეში თავი, თვითონ იპოვნონ როგორც უნდათ და რა ფორმითაც უნდათ გამოსავალი. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დააკავებენ, ამ აბსურდული და უტიფარი ბრალდებით, ეს, რა თქმა უნდა, არათუ პოლარიზაციას შეამცირებს, არამედ ბრაზს გააასმაგებს. საპროტესტო აქციები გარდაუვალია, რადგან მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები. თუ დააკავებენ, ამ გეგმაში, რომელიც ისედაც არსებობს, შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები. არაფერია გამორიცხული, მათ შორის, სამოქალაქო წინააღმდეგობის სახით, ამ სამარცხვინო და უტიფარი განზრახვის განხორციელების შემთხვევაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს. ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, „ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო