ზურაბ ჯაფარიძე - მელიას საქმეთან დაკავშირებით პროტესტი იქნება საჭირო

რაც არ უნდა განიხილონ, რა შეთანხმებაც არ უნდა მიიღონ - თუმცა ზღაპარია, შეუძლებელია, რომ ნულოვან ბარიერზე შეთანხმდნენ, მე მეათე მოწვევის პარლამენტში არ ვიქნები, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, ჯაფარიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ ნიკა მელიას საკითხს. ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ მელიას საქმეთან დაკავშირებით პროტესტი იქნება საჭირო.

„დღევადნელ შეხვედრაზე ნიკა მელიას საქმეც იქნება. მელიას საქმე მგონია პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩემთვის კი არა, ამ ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ მსხვილი ოპოზიციური პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარე შეიძლება დააკავონ სრულიად მავნებლულ ამბავზე. 20 ივნისის თემაა, როდესაც ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და შემდეგ ეს დანაშაული რომ გადაეფარა, სასწორის მეორე პინაზე დადო საკითხი, რომ ვითომ სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა, ამიტომ მოუწია ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა, ამის გამო უპირებენ დაჭერას.

მგონია, პროტესტი იქნება საჭირო, თუმცა რა ფორმით, ეს უნდა გავარკვიო შეხვედრაზე. ვფიქრობ, საერთოდ უნდა შეეწყვიტათ საქმე იმიტომ, რომ პოლიტიზირებული საქმეა. მელიას საერთოდ უნდა გაუუქმონ მანდატი იმიტომ, რომ დაწერილი აქვს განცხადება, როგორც მე, დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ ეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს