უმრავლესობის  პროექტით, „საარჩევნო კოდექსიდან“ იმ ჩანაწერის ამოღება ხდება, რომელიც ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესში, ძველი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლაზე აკეთებს აქცენტს

საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, უმრავლესობის მიერ შემუშავებული პროექტით, მოქმედი „საარჩევნო კოდექსიდან“ იმ ჩანაწერის ამოღება ხდება, რომელიც ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესში, ძველი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლაზე აკეთებს აქცენტს.

უფრო კონკრეტულად, არსებულ საარჩევნო კანონში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – შეწყვეტიდან არა უგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 3 კანდიდატურას წარადგენს.

უმრავლესობის პროექტით, აღნიშნული ვადები მითითებული აღარ არის და “საარჩევნო კოდექსის“ შესაბამის მუხლში კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს 3 კანდიდატურას წარუდგენს. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები კი, ცესკოს წევრობის კანდიდატების შერჩევისთვის დადგენილი წესით შეირჩევიან.

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო ცვლილებების საკუთარი ვარიანტი უკვე მოამზადა და მსჯელობისთვის პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფს გადასცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო