დავით ზილფიმიანი - მარსის რეწვა და მთვარის ათვისება დაიწყო, ჩვენ ისევ ქაღალდებს ვხევთ

დღეს ისეთი ტექნოლოგიებია, რომ ამის არდანერგვა და კვლავაც 60-იანი წლების მეთოდით არჩევნების ჩატარება, სასაცილოა. მარსის რეწვა დაიწყო და მთვარის ათვისება, ჩვენ ისევ ქაღალდებს ვხევთ, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა დავით ზილფიმიანმა საარჩევნო რეფომის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას საარჩევნო სისტემა, რომელიც გაყალბებას გამორიცხავს და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგოს.

„უნდა შეიქმნას ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ ხმები ვერ გაყალბდება. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვართ, ლამის მეოთხედი გავიარეთ და დღეს ისეთი ტექნოლოგიებია, რომ ამის არდანერგვა და კვლავაც 60-იანი წლების მეთოდით არჩევნების ჩატარება, სასაცილოა. მარსის რეწვა დაიწყო და მთვარის ათვისება და ჩვენ ისევ ქაღალდებს ვხევთ. აქ უნდა იყოს ელექტრონული სისტემა და ვფიქრობ, ძალიან კარგ ტექნიკურ მეთოდოლოგიას დავდებთ მაგიდაზე. ამ წუთში იურიდიულ ნორმებზე მსჯელობენ, ის ტექნოლოგიები, რომლის შემოტანაც მინდა, ძალიან ადვილია, ეს არის მთვლელები, არა მხოლოდ ბიულეტენებს დათვლიან, არამედ იმ ბიულეტენებში არსებულ ინფორმაციას, უნდა იყოს გამოსახულების აღმქმელი სისტემები, მარტივი სისტემებია, ფოტოკამერები ყველას გაქვთ, სახეზე რომ ოთხკუთხედები იხატება ხოლმე, მარტივია რომ ყველა უბანზე დაყენდეს ერთი ვებ-კამერა, რომელიც ამოიცნობს, ერთი და იგივე სახე ხომ არ შევიდა,“ - განაცხადა ზილფიმიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო