KIU სტუდენტების მიღებას 2021-2022 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ პროგრამაზე გეგმავს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ქართველ და უცხოელ აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცემათ KIU-ს ბაკალავრიატის სამი ინგლისურენოვანი პროგრამიდან - მათემატიკა, მენეჯმენტი (კონცენტრაციები: ეკონომიკა და პოლიტიკა; ფინანსები და საბუღალტრო აღრიცხვა; ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა; მარკეტინგი; სტრატეგია და ლიდერობა; ინოვაცია და მეწარმეობა), კომპიუტერული მეცნიერება, მათთვის სასურველი მიმართულება აირჩიონ.

„KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში. მიმდინარე თვიდან, სტუდენტები მონაწილეობას იღებენ Visual Math Fest-ის კონკურსში, რომელიც TUM-ის პროფესორებთან ერთად ტარდება და, ასევე, KIU მათემატიკის ზამთრის სკოლაში.

KIU სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სპეციალური საგრანტო პროგრამაც მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც KIU მათ დაფინანსების სხვადასხვა მოდელს სთავაზობს.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ი ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 158 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსს, ბიბლიოთეკას, კაფეტერიას, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის მიზანია, გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

საქართველოში პირველი პროტონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად, უნივერსიტეტი თანამშრომლობს სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციასთან (IBA). აღნიშნულ ცენტრში შესაძლებელი იქნება კიბოს თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა. აქვე, იგეგმება კვლევების განხორციელება როგორც სამედიცინო მიმართულებით, ასევე ექსპერიმენტული ბაზის შექმნა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის, რადიაციული ფიზიკის, რადიო ქიმიისა და ბიო ფიზიკის მიმართულებებისთვის.

უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებსაც. KIU-ს მხარდაჭერით ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის ტარდება კონკურსი KIU Photo Contest. KIU-ს მიერ ასევე საფუძველი ჩაეყარა კედლის მხატვრობის საერთაშორისო ფესტივალს - KIU Mural Fest“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.kiu.edu.ge

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა