ვახტანგ მეგრელიშვილი - „გირჩს“ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოგვიცხადა და შეკითხვებზე პასუხის ნაცვლად სიგარეტის მოსაწევად გავიდნენ - რაღაც ცუდად გველაპარაკებიან

ბოიკოტი გამოგვიცხადეს „გირჩს“ სრულიად ოპოზიციურმა გაერთიანებამ - ჩემი აზრით, ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიცია იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ოპოზიციური ძალა თუ შეიძლება ვინმეს დაერქვას ამ ქვეყანაში ოპოზიცია, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ჰგონია, რომ „გირჩი“ არის „ქართული ოცნება“.

„შეხვედრა ძალიან მალე დავტოვეთ და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ რაღაც კითხვები დავსვით და ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. არათუ პასუხები ვერ მივიღეთ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ. ჩემი აზრით, ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიცია იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ოპოზიციური ძალა თუ შეიძლება ვინმეს დაერქვას ამ ქვეყანაში ოპოზიცია. კითხვები რომ დავუსვით და გვითხრეს, არ გიპასუხებთო, ჩვენ დავსვით კითხვა, რომ ყველა ასე ფიქრობდა თუ არა და მხოლოდ ორმა ადამიანმა გაიქნია თავი - ერთი იყო „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და მგონი კახა კუკავასაც უნდოდა საუბარი, მაგრამ ვერ გაბედა ბოლომდე. ჩვენ შევეცდებით, რომ დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მელიასთან დაკავშირებული სიტუაცია და თუ განვითარდა ისეთი სცენარით, როგორსაც ჩვენ ვვარაუდობთ, რომ განვითარდება, მოგვიწევს, რომ ორივე მხარისგან მაქსიმალურად გავემიჯნოთ როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ისეთ არაჯანსაღ სიტუაციაში ვართ, რომ არ შეიძლება გქონდეს რაღაც ლოგიკური ნაბიჯების იმედი იმიტომ, რომ თუ ახლა დაიჭირეს მელია, ხომ ჩაშლილია ყველანაირი მოლაპარაკება და შესაბამისად რას ველოდებით?! ეს კითხვა, ხომ ძალიან ლეგიტიმურია, რომ დაუსვა მთლიან ოპოზიციას, რომ თუ დაიჭერენ მელიას და ყველანაირ მოლაპარაკებას აზრი ეკარგება, რას ვაკეთებთ?! ოპოზიციას ჰგონია, რომ ჩვენ ვართ „ქართული ოცნება“, რაღაც ცუდად გველაპარაკებიან“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა