საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტით, კანონის ამოქმედებისთანავე, საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს უფლებამოსილება შეუწყდებათ

საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტით, კანონის ამოქმედებისთანავე, საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს უფლებამოსილება შეუწყდებათ.

საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, საარჩევნო კომისიებში პარტიული კვოტა აღარ იარსებებს.

უმრავლესობის პროექტით, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვის უფლება ექნება. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სათათბირო ხმის უფლებით ისარგებლებს, თუმცა საარჩევნო კომისიის სხდომაზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ ექნება.

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო ცვლილებების საკუთარი ვარიანტი უკვე მოამზადა და მსჯელობისთვის პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფს გადასცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა