დავით ზალკალიანი ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრს შეხვდა

15 თებერვალს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრის უენდი მორტონის და საქართველოს ვიცე-პრემიერის,საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. მათივე ცნობით, ამ კონტექსტში აღინიშნა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2021 წლის 1 იანვარს ძალაში შესულ „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

„მხარეების მიერ ასევე აღინიშნა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კიბერუსაფრთხოების მიმართულებაზე. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოებას და აღნიშნულ თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. ხაზი გაესვა პანდემიის შემდგომი ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხს და ამ პროცესში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს ჩართულობას.

დავით ზალკალიანისა და უენდი მორტონის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების გარემოს.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის,ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარის მიერ კმაყოფილებით აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში. ასევე ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების და ხალხთა შორის კავშირების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უენდო მორტონი შეხვედრებს ასევე გამართავს საქარველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძეთან, საქართველოს პრემიერთან გიორგი გახარიასთან, განათლების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან. მინისტრი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს