დავით სერგეენკო ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა კონკრეტული შესაძლებლობები და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განიხილეს.

დავით სერგეენკომ უცხოელ დიპლომატს მიმდინარე საპარლამენტო პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა და საპარლამენტო ოპოზიციისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ ეს არ იყო მხოლოდ გაცნობითი შეხვედრა, რადგან შესაძლებლობა მოგვეცა თანამშრომლობის ახალ ფორმატებზე და კონკრეტულ მიმართულებებზე გვემსჯელა, როგორიც არის პანდემიის გამოწვევები და სოციალური პოლიტიკა, რომელიც პანდემიის დროსაც და მის შემდგომ პერიოდშიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯებსა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზეც ვიმსჯელეთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს