არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვენდი მორტონს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„შეხვედრაზე ორმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს იზიარებენ. აღინიშნა, რომ საქართველო სანდო და საიმედო პარტნიორია მეგობარი ქვეყნებისთვის და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში, ასევე, წარმატებით ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმს, ორგანიზებულ დანაშაულსა და კიბერ საფრთხეებს. საუბარი ასევე, სოციალურ და ეკონომიკურ მიმართულებებს შეეხო. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა გლობალური პანდემიით გამოწვეულ კრიზისსა და კოვიდ 19-ის ვაქცინებზე თანაბარი წვდომის მნიშვნელობაზე. მხარეების თქმით, პოსტკოვიდურ პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და ტურიზმის აღდგენა პრიორიტეტია.

არჩილ თალაკვაძემ და ვენდი მორტონმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე. არჩილ თალაკვაძემ სტუმარს საქართველოს პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ მიღებულ რეზოლუცია და დღის წესრიგი გააცნო. მისივე თქმით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ლიდერი ინსტიტუციაა ღიაობისა და გამჭვირვალობის კუთხით.

ვენდი მორტონმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს