სანდრო რაქვიაშვილი - ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა ოპოზიციის გარეშე დარჩეს - არც კი წარმომიდგენია, ამ ხალხმა როგორ შეიძლება მიაღწიოს წარმატებას

კითხვები მიჩნდება, საერთოდ როგორ აპირებენ ეს ადამიანები არა უბრალოდ კოალიციის შექმნას, არამედ მომავალში ქვეყნის მართვას, თუ ამის პრეტენზია აქვთ? - ამის შესახებ „გირჩის“წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ოპოზიციის შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის შეხვედრაზე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს არ ელაპარაკებიან.

„მე რაც დავინახე დღეს, ეს არის ტიტანიკი, რომელსაც უნდა ფოიერვერკის გაშვება. საბოლოო ჯამში, მთავარი, რა პასუხიც მივიღეთ, არის ის, რომ ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ ისეთ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთ აზრზე არიან. კითხვები მიჩნდება, საერთოდ როგორ აპირებენ ეს ადამიანები არა უბრალოდ კოალიციის შექმნას, არამედ მომავალში ქვეყნის მართვას, თუ ამის პრეტენზია აქვთ? ტიტანიკი არის ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ოპოზიციის გარეშე დარჩეს. მე მგონი, ვერ ხვდება ოპოზიცია რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი. ფოიერვერკი კი იქნება აქციები. დღეს ცალსახად დააფიქსირეს, რომ თუ ადამიანს განსხვავებული აზრი გააჩნია, ამის გამო შეიძლება აღარ ელაპარაკონ. ჩემთვის ეს არის მკაფიო ინდიკატორი, რომ თანამშრომლობაზე და პოლიტიკზე იმდენად განსხვავებული წარმოდგენა აქვთ, რომ არც კი წარმომიდგენია, ამ ხალხმა როგორ შეიძლება მიაღწიოს წარმატებას”,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა “გირჩის” წევრებმა, ვახო მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა დატოვეს. “გირჩის” წევრების განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი არ გასცეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა