მიხეილ სარჯველაძე - იაპონიის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ იაპონია რჩება საქართველოს ძლიერ მხარდამჭერად

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე იაპონიის ელჩს საქართველოში აკირა იმამურას შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

„ვისაუბრეთ საქართველოს და იაპონიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის შესანიშნავ ტრადიციაზე, რომელიც არსებობს ორ სახელმწიფოს შორის. ხაზი გაესვა იმ ყველაზე საჭირო საკითხებს იაპონელი ხალხის მხრიდან, რომლითაც ხასიათდება იაპონურ-ქართული ურთიერთობები, რაც რასაკვირველია, დასაფასებელია. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ იაპონია რჩება საქართველოს ძლიერ მხარდამჭერად როგორც მისი დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, მათ შორის, ადამიანის უფლებების პატივისცემის განმტკიცების მიმართულებით, ასევე დეოკუპაციის მიმართულებით.

ამ საკითხებთან მიმართებაში დადასტურდა და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მნიშვნელობას იმისა, რომ შენარჩუნებული იყოს მსგავსი პრინციპი ურთიერთობებში. ვისაუბრეთ, ასევე, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, მათ შორის, კოვიდ19-ის ზეგავლენაზე ადამიანის უფლებათა თემასთან დაკავშირებით. გამოითქვა მზადყოფნა და სურვილი იმისა, რომ მომავალშიც გაგრძელდეს თანამშრომლობა, ამ შემთხვევაში, კონკრეტული მიმართულებებით, რომელიც დაკავშირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპის განმტკიცებასთან ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა