ადვოკატი, გლდანში, მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლის შეწყვეტას ითხოვს

ადვოკატი თამარ აბესაძე, გლდანის რაიონში დაკავებული გიორგი მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლის შეწყვეტას ითხოვს. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

„წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე წარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა უნდა დავაყენო იმისათვის, რომ გიორგი მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტონ. ნახსენებია ხელყუმბარა, იარაღი და ა.შ. საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის. როდესაც მასთან დაკავების დროს მივიდნენ, არ ჰქონდა. შესაბამისად მაქვს ასეთი პოზიცია, როდესაც არ არის მტკიცებულები, საქმეც რატომ უნდა განიხილო? შესაბამისად არასამართლიანად მიმაჩნია ის მუხლი, რომელიც მერაბიშვილს აქვს წაყენებული. ბრალდების მხარეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, იმ მხრივ, რომ თქვას, პირმა ჩაიდინა დანაშაული. რატომ ედავება ხელყუმბარას, როდესაც ხელყუმბარა არ არის“, - განაცხადა აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ., რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, თანნაქონი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს