ნათია თურნავა - იმედია შევძლებთ უახლოეს მომავალში, რომ ვიფიქროთ და გავხსნათ უკვე რესტორნების შიდა სივრცეები, ამას დასჭირდება თავისი მოსამზადებელი პერიოდი

იმედია შევძლებთ უახლოეს მომავალში, რომ ვიფიქროთ და გავხსნათ უკვე რესტორნების შიდა სივრცეები, რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება თავისი მოსამზადებელი პერიოდი,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არის პირველი დღე, როდესაც სარესტორნე ღია სივრცეები გაიხსნება და თუ ეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას არ გაართულებს, ასეთ შემთხვევაში იქნება კარგი საწინდარი იმისთვის, რომ შემდგომში მაქსიმალურად ფრთხილად და ეპიდვითარების გათვალისწინებით ხელისუფლებამ სარესტორნე ინდუსტრიის სრულ გახსნაზე იფიქროს.

„ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან, თვითონ სარესტორნე ინდუსტრიაც ჩართულია ამ მუშაობაში, საუბარია განახლებულ პროტოკოლებზე და განახლებულ წესებზე, რაზეც შევჯერდებით სარესტორნე ინდუსტრიასთან და რაც შეამზადებს რესტორნებს და კაფეებს, რომ უკვე შემდგომ ეტაპზე და იმედია შევძლებთ ამას უახლოეს მომავალში, რომ ვიფიქროთ და გავხსნათ უკვე შიდა სივრცეები. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება თავისი მოსამზადებელი პერიოდი. წინა კვირაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჩემი მოადგლის დონეზე, ამ კვირაში მე პირადად ვაპირებ, რომ ვუმასპინძლო რესტორნების გაერთიანებებს, შრომის ინსპექციაც აქტიურად ჩაერთვება ამ შეხვედრებში და ასევე, ბიზნესომბუდსმენი და ვიმსჯელებთ უკვე, რამდენად ვართ მზად შიდა სივრცეებზე რომ ვისაუბროთ და საბჭოს წარვუდგინოთ ერთობლივი წინადადებები. გარდა ამისა, უკვე გვექნება საშუალება ვისაუბროთ ღია სივრცეების გახსნის პირველ ეტაპზე. რა დაგვანახა რა პრობლემებია გადასაწყვეტი და ა.შ. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის შეზღუდული ფორმატი, შაბათი-კვირა რჩება შეზღუდვში, ღამის საათები რჩება შეზღუდვაში და მხოლოდ ღია სივრცეებია დაშვეული, ეს აძლევს გარკვეულ შესაძლებლობას რესტორნებს, რომ გარდა გატანის სერვისისა უშუალოდ მოემსახურონ თავის ღია სივრცეში მომხმარებელს.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის მერიამ შესთავაზა იმ რესტორნებს, რომლებსაც არ აქვთ თავისი ვერანდები და ღია სივრცე, ტროტუარები დროებით სარგებლობაში, იმისთვის, რომ მათ შეძლონ გარკვეული მასშტაბით მაინც დაიწყონ ფუნქციონირება, რაც, მე ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან მაქსიმალურად მეტი შესაძლებლობა შეექმნათ სხვადასხვა ზომის რესტორნებს, განსაკუთრებით, მცირე რესტორნებს, რომლებსაც მცირე ფართი აქვთ,“- განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა