ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ფართომასშტაბიანი აქციების გარდა, ლოკალურ აქციებსაც გამართავენ

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ფართომასშტაბიანი აქციების გარდა, ლოკალურ აქციებსაც გამართავენ.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ოპოზიცია აუცილებლად ჩავა ბათუმში და მხარდაჭერას გამოუცხადებს ბათუმელ აქტივისტებს.

„ქართულ ოცნებას“ არ ესმის ჩვეულებრივი საუბარი. აბსოლუტურ იგნორირებას ახდენს იმ პრობლემებისა, რაც ქვეყანაშია და ის, რომ მუდმივად ჩნდება უსამართლობის განცდით გამოწვეული კერები, ეს „ქართულ ოცნებას“ არაფრად მიაჩნია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ დავგეგმოთ ფართომასშტაბიანი აქცია-მსვლელობა. პარალელურად, 25 თებერვალსა და 31 მარტს შორის იქნება ლოკალური აქციებიც სხვადასხვა ადგილებზე, მათ შორის ჩვენ ამ შემადგენლობით, ვინც დღეს აქ ვიყავით, აუცილებლად ჩავალთ ბათუმში იმიტომ, რომ ჩვენი ბათუმელი და აჭარელი თანამოქალაქეები ძალიან ვაჟკაცურად იბრძვიან და აჩვენებენ სამაგალითო გამძლეობას და ჩვენ მათ სოლიდარობა აუცილებლდ უნდა გამოვუცხადოთ. აქციები ისედაც დაგეგმილი იყო და ეს ამ წუთში, ნიკა მელიასთან არაფერ შუაში არ არის“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციამ 25 თებერვალს და 31 მარტს ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა