ხატია დეკანოიძე - იაგო ხვიჩიას განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, მორალურად მიუღებელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება მორალურადაც და ზოგადადაც მიუღებელია. საუბარი ეხება ხვიჩიას განცხადებას, რომელშიც მან თქვა, რომ „ნიკა მელია ციხეში - მიხეილ სააკაშვილის თამაშია“. დეკანოიძის განცხადებით, „გირჩისა“ და დანარჩენი ოპოზიციის პოზიციებში მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

„გირჩთან“ დაკავშირებით თუ მისვამთ შეკითხვას, მე არ ვაპირებ კომენტარს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც აცდენილები არიან სრულიად რეაობას. სხვა პოზიცია აქვთ და პირდაპირ გეტყვით, იაგოს გუშინდელი განცხადება იყო, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი, მორალურად მიუღებელი და ზოგადად მიუღებელი არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ნებისმიერ კონსტრუქციაში, რომელიც შეიძლება განვიხილოთ. ამიტომ, მე, ისევე როგორც ბატონ ელისაშვილზე, დავასრულე „გირჩზე“ საუბარი ანუ იაგოზე და ვახოზე. ჩვენ გვაქვს ძალიან განსხვავებული პოზიციები. მათ და ჩვენ ყველა, იმ ადამიანს, ვინც არის აქ, გვაქვს სრულიად განსხვავებული პოზიცია, ამიტომ ვერ ვთანხმდებით. გასაგებია, მათ თავისი აზრი დააფიქსირეს ჩვენ ჩვენი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ საპარლამენტო არჩევნების მოგებით ვერ მოვა ხელისუფლებაში, მით უმეტეს, თუ ის დაბალი ბარიერით ჩატარდება და პატარა პარტიებს არსებობის შანსი გაუჩნდებათ.

ამიტომაც, ხვიჩიას განმარტებით, სააკაშვილის ამ თამაშში, პარლამენტი არც ერთ ვარიანტში არ უნდა შედგეს, პოლიტიკა უნდა იყოს ქუჩაში და არა პარლამენტში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს