მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქი მზად არის პატიებისთვის - მეუფე პეტრემ მარტო პატრიარქს არ მიაყენა შეურაცხყოფა, მთელ ხალხს მიაყენა, მათ შორის მღვდელმთავრებს

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მეუფე პეტრემ არა მარტო პატრიარქს მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ მთლიანად ხალხს, მათ შორის მღვდელმთავრებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რომ დღევანდელ ქადაგებაზე პატრიარქმა მეუფე პეტრე უძღებ შვილს შეადარა, ნიშნავს, რომ უწმინდესი შენდობისთვის მზად არის.

„პატრიარქი საოცრად მოწყალე ადამიანია. ის არის როგორც მამა, რომელიც მზად არის, მიუტევოს თავის შვილს თავისი შეცოდება და სხვათაშორის, იესო ქრისტე მზად იყო იმისთვის, რომ იუდასთვის მიეტოვებინა ცოდვა. საიდან ჩანს იცით ეს? იესო ქრისტემ მიუტევა ცოდვა პეტრეს. მამები ამბობენ, რომ პეტრემ და იუდამ ერთი და იგივე ცოდვა ჩაიდინეს, უფალს უღალატეს. იმან შიშით უღატა, ამან ვერცხლის მოყვარეობით, მაგრამ ღალატი მაინც ღალატია. პეტრე მოვიდა და შეინანა, მას უფალმა აპატია. იუდა რომ მოსულიყო და შეენანებინა, მასაც აპატიებდა. პატრიარქი მზად არის პატიებისთვის. მეუფე პეტრემ მარტო პატრიარქს არ მიაყენა შეურაცხყოფა, მთელ ხალხს მიაყენა, მათ შორის მღვდელმთავრებს",-აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, "პატრიარქსა და ეკლესიაზე შეტევა ეშმაკის მოქმედებაა".

„ეშმაკს ჰყავს თავისი მსახურები. ყველა ადამიანმა აირჩიოს, ვის მოემსახურება, ეშმაკს თუ უფალს. ეშმაკი მარტო პატრიარქს კი არა, ეკლესიასა და ქრისტეს ებრძვის",- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა