თბილისში და რუსთავში 139 პოლიციელს ბინა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში თბილისსა და რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დასრულდა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა თბილისში, გლდანის რაიონში, ახლად აშენებულ კორპუსში ბინების მფლობელ პოლიციელებს მშენებლობის დასრულება მიულოცა და ბინის გასაღები გადასცა.

„ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიან პირობებში მიეღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები. პროექტის მიხედვით, პოლიციელებს სახელმწიფო უფინანსებს მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ხოლო დარჩენილ 60%-ს საკუთარი სახსრებით ან იპოთეკური სესხით ფარავენ. პროექტში მონაწილე ყველა პირი 77,4 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით იღებს. ყველა ახალაშენებულ კორპუსს აქვს შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი. ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა. ამ ეტაპზე, ბინები საკუთრებაში გადაეცა თბილისში - 83 პოლიციელს და რუსთავში - 56 პოლიციელს. ბათუმში ბინათმშენებლობის პროცესი გრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო