საბა ბუაძე „გირჩზე“ - მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე - გავედი ეზოში და როდესაც დაამთავრეს პერფორმანსი, დავბრუნდი

მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე, ეზოში გავედი, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "გირჩის" ლოდერების მხრიდან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დატოვებას.

მისივე თქმით, „გირჩის“ განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს და არასერიოზულ ადამიანებად მიჩნევს.

„დღეს არის ვინმე ვინც „გირჩს" სერიოზულად აღიქვამს? მე პირადად არ მოვუსმინე მათ. გავედი ეზოში და როდესაც დაამთავრეს პერფორმანსი, დავბრუნდი შეხვედრის ოთახში. მათ განცხადებებს სერიოზულად არ მივიჩნევ. ისინი არასერიოზულ ადამიანებად მიგვაჩნია და ამაზე დროის კარგვა არავის სჭირდება. მათ მოსმენას სუფთა ჰაერზე გასვლა ვამჯობინე", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა „გირჩის” წევრებმა, ვახო მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა დატოვეს. „გირჩის” წევრების განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი არ გასცეს. ამასთან, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შეკითხვებზე პასუხის ნაცვლად სიგარეტის მოსაწევად გავიდნენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა