ხათუნა სამნიძე - ნიკა მელიას დაკავება იქნება პრობლემა მთელი ქვეყნისთვის, რაც შეწყვეტს ყველანაირ მოლაპარაკებას

ნიკა მელიას, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, დაკავება იქნება პრობლემა მთელი ქვეყნისთვის, რაც შეწყვეტს ყველანაირ მოლაპარაკებას და ყველანაირ შესაძლებლობას, იმედი მაინც გვქონდეს იმის, რომ შესაძლოა შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან, ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა უნდა მისცეს მელიასთვის უფლებამოსილების მოხსნას, მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ შექმნილი პოლიტიკური ვითარება.

ნიკა მელიას საკითხი დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მასთან ერთად ვაცხადებთ, რომ ძალიან გაუჭირდება და ვერ შეძლებს ეს ხელისუფება ამ ნაბიჯის გადადგმას, რომ ის დააკავოს. მე მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვინც ხმა უნდა მისცეს უფლებამოსილების მოხსნას, რომ გაითვალისწინოს შექმნილი პოლიტიკური ვითარება, იმიტომ, რომ სიტუაციის დაძაბვა, ნიკა მელიას, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება, იქნება პრობლემა მთელი ქვეყნისთვის, რაც შეწყვეტს ყველანაირ მოლაპარაკებას და ყველანაირ შესაძლებლობას, იმედი მაინც გვქონდეს იმის, რომ შესაძლოა შეთანხმება შედგეს. ეს პროცესი ყველაფერს დაასრულებს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია მსვლელობებისა და აქციების მოწყობაზე შეთანხმდა, რომელითაც კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ხელისუფლების პოზიციას და ხაზს გაუსვამენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციურ ერთობას.

ამასთანავე ხათუნა სამნიძემ „გირჩთან“ დაკავშირებული შემთხვევაც განმარტა და აღნიშნა, რომ შეხვედრის დატოვება მათი პირადი გადაწყვეტილება იყო.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ოპოზიციური ერთობა არის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და ყველა ვართ გაერთიანებული ბოიკოტის რეჟიმში, როდესაც ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას აქვს განსხვავებული პოზიცია, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ და დისკუსიაშიც შევიდეთ. მე ვფიქრობ, რომ, რაც უფრო გაფართოვდება დისკუსია ხელისუფლების წინააღმდეგ და ამის პარალელურად იქნება აქციები და მსვლელობები, მით უფრო, ძლიერი იქნება ოპოზიციის პოზიციონირება.

„გირჩმა“ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა შეხვედრა. ჩემი პოზიცია იყო, რომ, მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, თუ პოლიტიკური ძალა არ არღვევს ბოიკოტის რეჟიმს, მათ უნდა მოვუსმინოთ და გავაფართოვოთ პოლიტიკური დისკუსია ოპოზიციის შიგნით,“- განაცხადა სამნიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო