მეუფე ნიკოლოზი „გირჩის" მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე - ვერანაირ საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ასეთი ორგანიზაციის წევრი, ადრე თუ გვიან, ყველანი წავალთ ამ ქვეყნიდან და წესის აგებაც არ შეიძლება

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, თუ რატომ მიიღეს სინოდის წევრებმა „გირჩის" მიერ დაფუძნებული ე.წ. რელიგიური ორგანიზაციის წევრებთან დაკავშირებით რიგი გადაწყვეტილებები. როგორც მეუფემ აღნიშნა, ისტორიულად, როცა ადამიანი სხვა ეკლესიის წევრად აცხადებდა თავს, ის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი არ იყო. მეუფე ნიკოლოზის თქმით, ამ გადაწყვეტილებით მათ ადამიანები გააფრთხილეს.

„ჩვენ „გირჩის" მიმართ არ მიგვიღია გადაწყვეტილება, არამედ მივიღეთ „გირჩის" მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც ჰქვია ეკლესია, ბევრი სახელია ჩამოთვლილი, მარტო ბიბლიური თავისუფლება არ არის.

ისტორიულად ასე იყო, როდესაც ადამიანი სხვა ეკლესიის წევრად გამოაცხადებდა თავს, ის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი აღარ იყო. შესაბამისად, ვინც ამ ორგანიზაციაში მიიღო რაიმე საბუთი, რომ ის ამ ეკლესიის წევრი, სასულიერო პირი ან ღვთისმსახურია, ის ადამიანი აღარ არის ჩვენი ეკლესიის წევრი. ჩვენ ეს გავმიჯნეთ და გავაფრთხილეთ ყველა. რა თქმა უნდა, ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია, რომელი ეკლესიის წევრიც უნდა იყოს, მაგრამ თუ არის იქით, აქეთ არ არის. ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ის აბნევს, ამბობს უფალი და ვინც ჩვენთან ერთად არ არის, ჩვენი მტერია. ასე, რომ ვერანაირ საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ასეთი ორგანიზაციის წევრი. ადრე თუ გვიან ყველანი წავალთ ამ ქვეყნიდან და წესის აგებაც არ შეიძლება",-აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა