გია ვოლსკი იაპონიის ელჩს საქართველოში, აკირა იმამურას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. მხარეებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. საუბარი, ასევე, შეეხო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

„იაპონიის ელჩს აქვს ინფორმაცია და იზიარებს იმ პოზიციას, რაც აქვს ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური დაპირისპირება უნდა მიდიოდეს პარლამენტში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა ოკუპაციის საკითხებზე და კავკასიის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გაზრდილ საფრთხეებს.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ოკუპაციის წინაპირობები, დღევანდელი სიტუაცია, რომელიც რეგიონშია შექმნილი და ის საფრთხეები, რომელიც ემუქრება არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონს და რუსეთის მზარდი სამხედრო გავლენა ამ რეგიონზე. ჩემის მხრივ, დავამატე კიდევ გარკვეული ფაქტორები და ვისაუბრე იმაზე, რომ დესტაბილიზაციის სურვილი საქართველოში შეიძლება აწყობდეს მხოლოდ იმ ძალას, რომელიც საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობისათვის ამ რეგიონში“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო