პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მაია ცქიტიშვილს 17 თებერვალს მოუსმენენ

პარლამენტი 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოუსმენს. ცქიტიშვილი სესიაზე მუშაობის ანგარიშს წარადგენს.

“მინისტრის საათი“ წელიწადში ერთხელ, მთავრობის წევრების პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

2021 წელს აღნიშნულ ფორმატში მინისტრებს შემდეგი განრიგით მოუსმენენ: შინაგან საქმეთა მინისტრი - 2-5 მარტი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - 16 – 19 მარტი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - 13-16 აპრილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - 27-29 აპრილი; თავდაცვის მინისტრი - 11-14 მაისი; ფინანსთა მინისტრი - 8-11 ივნისი; საგარეო საქმეთა მინისტრი - 7-10 სექტემბერი; იუსტიციის მინისტრი - 21-24 სექტემბერი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - 30-31 დეკემბერი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - 14-17 დეკემბერი.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად
Mastercard-ის ხელშეწყობით, ყოველთვიური ვებინარების სერია: „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“ დაიწყო