ირაკლი ქადაგიშვილი - სრული დაუმორჩილებლობა სახელმწიფოს - ეს არის სააკაშვილის ლოზუნგი, რომელსაც პროვოკაციულად ასრულებენ ნიკა მელია და ის პოლიტიკოსები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში იყვნენ ჩასახულები

ეს არის მიხეილ სააკაშვილის სცენარი იმიტომ, რომ მან ღიად თქვა და მელიას გადაწყვეტილებაც ამის მატერიალიზაციაა - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოიშალოს, სრული დაუმორჩილებლობა საქართველოს სახელმწიფოს - ეს არის მისი ლოზუნგი, სამოქმედო გეგმა, რომელსაც, პროვოკაციულად ასრულებს ნიკა მელია და ის პოლიტიკოსები, ვინც ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში იყვნენ ჩასახულები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას განცხადებას „მიშას თამაშთან“ დაკავშირებით.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ახალ პარტიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი შეექმნათ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის ბულინგის ქვეშ მოხვდნენ“. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუშვებს, რომ ამ ახალმა პარტიებმა თავისი პოლიტიკური ცხოვრების გზა ნახონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია ამ ოპოზიციური პარტიების კონსოლიდირება მხოლოდ იმ ნაწილში, რაც დესტრუქციული დღის წესრიგის ჩამოყალიბებას ეხება და რაც შეეხება იმას, რომ ამ ახალმა პარტიებმა თავისი პოლიტიკური ცხოვრების გზა ნახონ, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად არ დაუშვებს. ის, რასაც „ქართული ოცნება“ აგრძელებს, აკეთებს იმას, რომ საგამოძიებო კომისიას ქმნის, ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს, რომელმაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა აიყვანოს საარჩევნო პროცესი, როგორი იქნება არჩევნების ბარიერი, რომელიც ყველაზე მეტად ახალ პოლიტიკურ ძალებს უნდა აწყობდეს, სწორედ ამ პროცესის ტორპედირებას ახდენს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ დემოკრატიული სივრცე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსის მიღებით შექმნა, ეს სივრცე ჩაკეტოს. ესაა მათი პოზიცია, რომ არ გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური მოთამაშე. იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც შეძლეს ან შეძლებენ, ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდნენ, ამომრჩევლის თვალში ექნებათ პოლიტიკური ცხოვრების მკაფიოდ გაგრძელების საშუალება და ის გზა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გვთავაზობენ, რომ ჩამოვშალოთ ყველანაირად და რაც შეიძლება უხეშად დავარღვიოთ ქვეყნის ყველა კანონმდებლობა, რათა ქვეყანაში ქაოსი გამოვიწვიოთ, ესაა გავრილოვის პროვოკაციის გაგრძელება და მეტი არაფერი“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე პროცესებს, ქადაგიშვილი ამბობს, რომ „რადიკალურ ოპოზიციაში კრიზისია“.

„ევროპული საქართველოს“ მდგომარეობა ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, როდესაც პოლიტიკა ტყუილზეა დაფუძნებული, ის ჩიხში ექცევა ხოლმე. ეს საბოლოოდ თავს ვერ იჭერს და შიდა უთანხმოება იწვევს ხოლმე პოლიტიკურ პარტიაში ასეთ დაქსაქსულობასა და დაშლას. ნაწილი „ევროპული საქართველოსი“ დაუბრუნდება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი გააგრძელონ, მაგრამ ამით ქართულ პოლიტიკაში სიახლე არ ხდება“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის