შალვა პაპუაშვილი - ცესკო-ს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ძირითადი პოზიციაა, რომ პროფესიული იყოს სრულად პროფესიული

ცესკო-ს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ძირითადი პოზიციაა, რომ პროფესიული იყოს სრულად პროფესიული, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ერთ- ერთმა თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი პრობლემა რაც ამ საკითხთან დაკავშირებით იკვეთება არის ის, რომ გამოირიცხოს მიკერძოებით დაკომპლექტებასთან დაკავშირებული კითხვები.

„განვიხილეთ ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, გვქონდა სხვადასხვა ვერსიაზე საუბარი. იცით, რომ მემორანდუმში გათვალისწინებულია სრულად პროფესიულ სისტემაზე გადასვლა და გვქონდა ამაზე საუბარი ეს სისტემა იყოს თუ სხვა სისტემა და ამ სისტემის დროსაც, როგორ იყოს დაკომპლექტება ისე, რომ არსებობდეს სრული ნდობა. განვიხილეთ სხვადასხვა ვერსია.

ძირითადი პოზიციაა, რომ პროფესიული იყოს სრულად, იყო მოსაზრება, რომ ამ ეტაპზე შეიძლება შერეულიც იყოს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგია პროფესიული და თუ კარგია პროფესიული, ამიტომ სჯობს იყოს პროფესიული, აქ ერთადერთი მნიშვნელოვანია, რომ დაკომპლექტების დროს იყოს უზრუნველყოფილი, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ იყოს, რომ დაკომპლექტება ხდება მიკერძოებით.

პარასკევს გვექნება სავარაუდოდ, შემდეგი შეხვედრა და დეტალურად გავიხილავთ სხვა საკითხებს. ასევე შევეხეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პროპორციებს მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემას შორის.

ბარიერს რაც ეხება, ბარიერი, რომელიც ჩადებულია, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ არის ბუნებრივი ბარიერი,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა