თბილისში, ტყვარჩელის ქუჩაზე  ე.წ. ბარაკების ადგილას სკვერი მოეწყობა

საბურთალოს რაიონში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ტყვარჩელის ქუჩა N5-ში, დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და უახლოეს მომავალში სკვერი მოეწყობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ მისამართზე ე.წ. ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი სრულდება.

მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მოისმინა მათი მოსაზრებები სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით და პროექტიც მათი ჩართულობით დაიგეგმა.

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა ე.წ. ბარაკები დაინგრევა და კორპუსის ნაცვლად სკვერი მოეწყობა. სპორტის სასახლის მიმდებარედ, სადაც დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა, თბილისის მერის გადაწყვეტილებით განხორციელდა ადგილმონაცვლეობა და უახლოეს პერიოდში ძალიან ლამაზი სკვერი მოეწყობა“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამუშაოების ფარგლებში, 1 300 კვ.მ. ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება და სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი განთავსდება.

უწყების ცნობით, პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარია გამოყოფილი და სამუშაოებს კომპანია „გრინსერვისი+“ ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა