გიორგი ზაქაიძის განცხადებით, თბილისის მერიის წარმომადგენლებისგან სიახლე ვერაფერი მოისმინა, ამიტომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება

ინვესტორ გიორგი ზაქაიძის განცხადებით, თბილისის მერიის წარმომადგენლებისგან სიახლე ვერაფერი მოისმინა, ამიტომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება.

როგორც ზაქაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული 20 000 000 ლარის გადახდა ვირტუალური და არარეალურია, ხოლო მიწის ნაკვეთები, რომელიც შესთავაზეს - მიუღებელი.

„რა თქმა უნდა, სიახლე ვერაფერი ვერ მოვისმინე, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ადრე რეალურად სურვილი არ აქვთ, რომ მოლაპარაკება შედგეს. მე რესტორანზეც თანხმობა ვუთხარი და ასევე ვუთხარი, რომ მზად ვარ, ასევე სასტუმრო ავაშენო, მათგან იყო იმავეზე საუბარი, რომ ურჩევნიათ 20 000 000 ლარი გადაიხადონ, ან ჩაგვინაცვლონ 20 000 000 ლარიან მიწაში და აღნიშნულ ადგილზე არ აგვაშენებინონ, თუნდაც რესტორანი. ის, რომ ჩვენ რაღაც კომპრომისზე არ მივდივართ და არ ვთანხმდებით, კიდევ ერთხელ ვამბობ არასწორი შეფასებაა. გვეუბნებიან, რომ გვირჩევნია 20 000 000 ლარი გადავიხადოთ, რომელიც ამ წუთებში გვიჭირს და ბიუჯეტში არა გვაქვს და დავილაპარაკოთ ვადებზე, მომავალ წლებზე, ან მოვძებნოთ მიწის ნაკვეთები, რომელიც მათ ჰქონდათ შემოთავაზებული და ჩვენთვის მიუღებელია.

მე წავალ, ჩემს პარტნიორებს დაველაპარაკები და ჩვენ აუცილებლად სამშენებლო სამუშაოებს გავაგრძელებთ.

ქალაქის მერიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, ჩვენ არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ იქ სასტუმრო ავაშენოთ და არც იმაზეა თანახმა, რომ იქ რესტორანი აგვაშენებინოს და ურჩევნია, 20 000 000 ლარი გადაგვიხადოს, რომელიც ვირტუალური და არარეალურია. არაა ეს 20 000 000 ლარი! ჩვენ არ ვიძახით არც 20 000 000 ლარზე უარს, არც იმაზე, რომ რაიმე ნორმალური მიწის ნაკვეთი მოგვცეს“, - განაცხადა ზაქაიძემ.

ცნობისთვის, დღის პირველ ნახევარში ვაკის პარკის ტერიტორიაზე ინვესტორს გიორგი ზაქაიძეს სასტუმრო “ბუდაპეშტის" მშენებლობა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა გააჩერებინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა