მამუკა მდინარაძე - საარჩევნო რეფორმა ისტორიული და უპრეცედენტოა - პრაქტიკულად გამორიცხულია სპეკულაციებისთვის სივრცის არსებობა

საარჩევნო რეფორმა ისტორიული და უპრეცედენტოა - პრაქტიკულად გამორიცხულია სპეკულაციებისთვის სივრცის არსებობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმა წინ გადადგმული თამამი ნაბიჯია.

„საარჩევნო რეფორმას, რომელიც უკვე დაიწყო და სტარტი წარმატებით აიღო, არათუ წინ გადადგმული ნაბიჯი, არამედ შეგვიძლია ვუწოდოთ ისტორიული და უპრეცედენტო. შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოს რამდენი ქვეყანა ბედავს ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში. რამდენი ქვეყანა ბედავს დაზღვევის და რისკების გამორიცხვის ისეთი მექანიზმების შექმნას, რომელიც ერთის მხრივ მემორანდუმშია გაწერილი და მეორეს მხრივ უკვე ნორმებშიც აისახა. ისტორიულობაში და უპრეცედეტობაში ვგულისხმობ იმას, რომ პრაქტიკულად გამორიცხული იქნება სპეკულაციებისთვის სივრცის არსებობა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ძალიან თამამი ნაბიჯი. ჩვენ მზად ვართ გავიაროთ ყველა კრიტიკული შენიშვნა და გავიაზროთ ოდნავ რაციონალური არგუმენტებიც თუ იქნება მასში“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს