მამუკა მდინარაძე „ევროპულ საქართველოზე“ - მათი ერთადერთი იმედია დაბრუნდნენ იქ, სადაც რეალურად ყოველთვის იყვნენ, ეს არის „ნაცმოძრაობა“

მათ კრიზისი დიდი ხნის წინ ჰქონდათ - ახლა, უკვე არის მათი ჩამოშლის მომდევნო ეტაპი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ევროპულ საქართველოში“ განვითარებულ მოვლენებზე კითხვას უპასუხა.

მამუკა მდინარაძის თმით, ჩამოშლის პირველი ეტაპი არჩევნების წინ დაიწყო, მისი თქმით, ახლა არის მესამე, საბოლოო ეტაპი, „როდესაც უკვე, ყველა ისე კარგად ხედავს, რომ აღარც იმალება და ვეღარც თავად დამალეს, როგორ ჩამოიშალა რადიკალური ოპოზიციის ერთი ნაწილი და თითქმის, მთლიანად რადიკალური ოპოზიცია“.

„ახლა, მათი ერთადერთი იმედია დაბრუნდნენ იქ, სადაც ყოველთვის იყვნენ რეალურად, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. უკვე ხედავთ მიხეილ სააკაშვილის, მათი მსჯავრდებული და დევნილი ლიდერის მოწოდებებს, რომ „ამისთვის გამოინახება ადგილი“, „ის ჩვენი თანამებრძოლია“, „ერთი წარსული გვაქვს“ და ა.შ. კი ბატონო, ხშირად ვამბობდით, გაგახსენებთ, რომ მე პირადად, არაერთხელ მითქვამს, მათ აქვთ საერთო წარსული, აწმყო და მომავალი. წარსული, რომელიც არის ცოდვებით დამძიმებული და ძალიან ცუდი საქციელებით, დღეს, რომ ისინი შეცდომებს უწოდებენ. ამიტომ, მათ პერსპექტივა არ აქვთ, თუმცა, როგორც საქართველოში იტყვიან, იხტიბარს არ იტეხენ და ცდილობენ, რომ რაღაც ერთიანობის ფონი შექმნან. ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ისინი პრაქტიკულად დაიშალნენ. როდესაც ლოგიკა სიმართლეზე არ არის დაფუძნებული და ქმედებების საფუძველს სიმართლე, ქვეყნის სიყვარული და სახელმწიფოებრიობის შეგრძნება არ წარმოადგენს, ყველა შემთხვევაში, ასეთი ლოგიკაც და პოლიტიკური ძალაც მარცხისთვის არის განწირული“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა