ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს საქართველოში, აკირა იმამურას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა, საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს.

მათი ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა, როგორც პოლიტიკური ასევე, ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე. ასევე, ისაუბრეს კულტურული გაცვლების აუცილებლობაზე, სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს და იაპონიის პოლიტიკის კოორდინირებაზე მათ შორის, საგარეო პლატფორმებზე და ისეთი ახალი დღის წესრიგის საკითხებზე, როგორიცაა პანდემიასთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილება, ადამიანური უსაფრთხოება და გენდერის საკითხები.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე.

„იაპონიის საელჩო შეგვპირდა, რომ გვიშუამდგომლებს, რათა ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის კონტაქტი შედგეს, რის შემდგომაც ვიზიტები დაიგეგმება“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ, დიპლომატს მადლობა გადაუხადა იაპონიის მიერ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და წყნარი ოკეანის რეგიონში არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისთვის. იაპონიის ელჩთან გამართულ შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა