ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - მნიშვნელოვანია არჩეული პირის ვადის პატივისცემა

მნიშვნელოვანია არჩეული პირის ვადის პატივისცემა, საარჩევნო ადმინისტრატორი არ უნდა იყოს საფრთხის წინაშე, რომ მას საკანონმდებლო ცვლილებებით შეუწყდება ვადა,- ასე პასუხობს ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ჟურნალისტის კითხვას, შეუწყდება თუ არა მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილება იმ ცვლილებების თანახმად, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტშია.

შარაბიძის თქმით, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც დააფიქსირეს.

„ჩვენი პოზიციაა, სწორედ იმიტომ, რომ საარჩევნო ადმინისტრატორი იყოს რეალურად დამოუკიდებელი და მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მისი გადაწყვეტილება, იქცეოდეს კანონიერად, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი არჩეული პირის ვადის პატივისცემა. ამიტომაც ჩვენი სულისკვეთება დავაფიქსირეთ და აქ არ არის სახელებსა და გვარებზე საუბარი, ყველა მომავალი საარჩევნო ადმინისტრატორი დარწმუნებული უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, როგორ კანონიერად მოიქცევა, არ უნდა იყოს საფრთხის წინაშე, რომ მას საკანონმდებლო ცვლილებებით შეუწყდება ვადა“, - განაცხადა შარაბიძემ.

მისი თქმით, ამ კვირაში შედგება სამუშაო შეხვედრა, სადაც ცესკო სამუშაო ჯგუფს გაუზიარებს ხმის დამთვლელი მანქანების გამოყენებით 2018-2019 წლებში მიღებულ პრაქტიკას.

„დათვლის მანქანების მეშვეობით წინა სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფს მისცა პირობა, რომ მის მიერ განხორციელებულ პრაქტიკას, რომელიც გვქონდა 2018-2019 წლებში, დათვლის მანქანების მეშვეობით არჩევნების ჩატარებისა, გაუზიარებდა სამუშაო ჯგუფს. სამუშაო ჯგუფმა საარჩევნო ადმინისტრაციას სთხოვა ერთი სამუშაო შეხვედრა, რათა დეტალურად გავიაროთ ყველა ის გამოცდილება, რაც ჩვენ უკვე გვქონდა, თუ როგორია ამ გამოცდილების შედეგი, როგორი იყო პრაქტიკა, საკანონმდებლო ბაზა და ა.შ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ გამოცდილებას გავუზიარებთ სამუშაო ჯგუფს სამუშაო შეხვედრაზე და შემდეგ ფართო შეხვედრაზე იქნება მსჯელობა ამ გამოცდილებაზე, იქნება თუ არა მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის,"- განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს