ნიკოლოზ სამხარაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პუგლისის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს, რომლის შენარჩუნებაც და გაძლიერებაც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.

მათივე ცნობით, შეხვედრისას, ისაუბრეს პარლამენტის მიერ მიღებულ „საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხება.

„აღინიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია ქართველი ხალხის ნებას და ხელისუფლების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. მხარეებმა, ისაუბრეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის აქტიურ მონაწილეობაზე. როგორც აღინიშნა, ნატოს წევრ ქვეყნებთან კომუნიკაციის გასაძლიერებლად, აქტიურად იქნება გამოყენებული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ, 21 იანვარს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე.

მხარეებმა ასევე, მიმოიხილეს ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური ვითარება. ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე, ისაუბრეს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე. გამოიკვეთა მზაობა ერთობლივი ღონისძიებების ჩასატარებლად.

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)