„ჯორჯიან მანგანეზმა“ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობის სარემონტო სამუშაოები დაიწყო

„ჯორჯიან მანგანეზმა“ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობის სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

ამ ეტაპზე რეაბილიტაცია გარე ფასადს უტარდება, შეიცვლება ნაგებობის სახურავიც. მომდევნო ეტაპი შიდა სარემონტო სამუშაოებია. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი აცხადებს, რომ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ისტორიულ შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება.

"ჩვენ ახლახან დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომ ამ შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნება. ეს საუკეთესო საჩუქარია ქალაქისთვის და მალე ის ახალ სიცოცხლეს შეიძენს.

დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ხელშეწყობაში დიდ როლს შეასრულებს.

დავაანონსეთ კიდეც, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ შენობაში დაიწყებს მუშაობას, პრეზენტაციას 4 მარტს გამართავს და საზოგადოებას მისი ახალი ფუნქციონალისა და შინაარსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, მათ შორის, სამუზეუმო სივრცეების, ტრენინგდარბაზის, კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრისა თუ სხვა მიმართულებების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ ცენტრს ჰქონდეს ჯანსაღი და ადაპტირებული გარემო, ამიტომ „ჯორჯიან მანგანეზი“ მას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს.

ამასთან, სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობა, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაა, წლებია არ გარემონტებულა.

აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიას, ჩვენს მონაპოვარს. ეს ნაგებობაც ჩვენი ისტორიის კუთვნილებაა, ის ნებისმიერი ჭიათურელისთვის ძვირფასია და მისი მოვლა-პატრონობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ შენარჩუნდეს მისი იერსახე“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა