მამუკა მდინარაძე - როცა შენს მიწა-წყალზეა საუბარი, სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, არათუ განზრახ გააკეთო ისეთი რაღაც, რაც რისკის ქვეშ დააყენებს შენს ტერიტორიებს, ენას და სარწმუნოებას

არ უნდა ებრძოლო შენს სარწმუნოებას, არც ენას და არ უნდა დააკნინო ის, როცა შენს მიწა-წყალზეა საუბარი, აქაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, არათუ განზრახ გააკეთო ისეთი რაღაც, რაც რისკის ქვეშ დააყენებს შენს ტერიტორიებს, ენას და სარწმუნოებას“ - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ დადო ძალიან კარგი ფეისბუქ პოსტი, სადაც ახსნა, როგორ ებრძვიან მამულს, ენას და სარწმუნოებას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მამულთან დაკავშირებით, ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდება ეს ყველაფერი და ამის არგუმენტებისთვის გარეჯის საქმეც კი საკმარისია.

„არსებობს კონკრეტული რუკები, რომელი ტერიტორია შეიძლება იყოს ის ტერიტორია, სადაც სხვა სახელმწიფომ პრეტენზია ვერ უნდა განაცხადოს, ანუ რომელი ტერიტორიაა ჩვენი მტკიცებულებებით და რომელზე ახმოვანებენ სხვაგვარ მესიჯებს. ენასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, ყველაზე მეტად რაც აკნინებს - დაუფარავი ბილწსიტყვაობა, როგორ ებრძვიან დაუფარავად ენას, სარწმუნებას და ეკლესიას. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდება და ხშირ შემთხვევაში, ძალიან სამწუხაროდ, ეს ხდება კონკრეტული სიუჟეტების სახით. ჩვენი ოპონენტები ამასაც არ ერიდებიან. აქედან გამომდინარე, უკვე ყველაფერი ნათელია. ეს არის მთავარი მორალური სტანდარტი, რომ არ უნდა ებრძოლო შენს სარწმუნოებას, არც შენ ენას და არ უნდა დააკნინო ის, როცა შენს მიწა-წყალზეა საუბარი, აქაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, არათუ განზრახ გააკეთო ისეთი რაღაც, რაც რისკის ქვეშ დააყენებს შენს ტერიტორიებს, შენს ენას და სარწმუნოებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა