ლევან იოსელიანი - ცესკოს დაკომპლექტების წესი არის მნიშვნელოვანი, ჩვენი მოსაზრებაა, რომ  პარტიებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი

ცესკოს დაკომპლექტების წესი არის მნიშვნელოვანი, ჩვენი მოსაზრებაა, რომ პარტიებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან, სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „მოქალაქეები“ საკუთარ შენიშვნებს მომდევნო სამუშაო შეხვედრაზე წარადგენენ.

„დოკუმენტი გუშინ გვიან მივიღეთ, შენიშვნებს პარასკევს შეხვედრაზე წარვადგენთ. შენიშვნებთან დაკავშირებით იქნება სამუშაო შეხვედრაც. ცესკოს დაკომპლექტების წესი არის მნიშვნელოვანი და ჩვენი მოსაზრებაა, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ჩართულნი, არა მხოლოდ პროფესიული ნიშნით უნდა შეირჩნენ, არამედ პოლიტიკური პარტიებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განცდა არ გაჩნდეს, ვინც ბარიერი გადალახა პოლიტიკურმა პარტიამ, ამ პროცესის მიღმა რჩება. მემორანდუმის ფარგლებში გაწერილი გვაქვს პროცედურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტებულმა კომისიამ უნდა წარადგინოს კანდიდატები. მეორე საკითხია, ამაზე თანახმა არიან თუ არასამთავროები. მათ აქვთ განსხვავებული პოზიციები. ნაწილი არ თვლის, რომ ეს მათი ფუნქციაა. ეს საკითხი არის ღია,"- განაცხადა იოსელიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს