პარლამენტი ხვალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ფინანსურ ჯარიმებს ადგენს

პარლამენტი დაჩქარებული წესით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც პანდემიის დროს პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ფინანსურ ჯარიმებს ადგენს.

16 თებერვალს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე დეპუტატების დიმიტრი ხუნდაძის, ზაზა ლომინაძის, რამინა ბერაძის და ლადო კახაძის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვით, პანდემიის დროს როგორც დახურულ, ასევე ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა პირის 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

პროექტით განსაზღვრულია 50 ლარის ოდენობის ჯარიმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო