ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის და რეგულაციების გამო ბიზნესის მასობრივად გაკოტრებას ადგილი არ აქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის და რეგულაციების გამო ბიზნესის მასობრივად გაკოტრებას ადგილი არ აქვს.

როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდა, თუმცა არა იმ დოზით, რომ ამან ბიზნესის გაკოტრება გამოიწვიოს.

„2020 წლის გაზაფხულზე ძალიან მკაცრი “ლოქდაუნი” გვქონდა და ახლანდელი ვითარებისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი დარგი იყო დახურული, რომელიც ნოემბერში არ დაგვიხურავს. ერთს მეორეს ვერ შევადარებთ. სწორედ იმიტომ, რომ ხელმეორედ სრულ “ლოქდაუნს” ეკონომიკა ვერ გაუძლებს, მივდივართ წერტილოვანი შეზღუდვებით. სრულ დახურვაზე სუბარი არ გვაქვს, ეს წარმოუდგენელია ჩვენთვის, ამიტომ წერტილოვნად ვრეაგირებთ. რაც შეეხება, გაკოტრდა თუ არა ბიზნესები პანდემიის გამო, ჯერჯერობით მასობრივად ეს არ ხდება, იმიტომ რომ ყველა ბიზნესი მაინც ელოდება გახსნას. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, გაუჭირდა ტურიზმის ინდუსტრიას, რომელსაც დიდხანს მოუწია შეზღუდვების ატანა. დანარჩენი ბიზნესი რეალურად ფუნქციონირებს, მთლიანად ეკონომიკა რა თქმა უნდა, ზარალდება, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ბანკროტობის საფრთხე იყოს. რაც შეეხება რესტორნებს, სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს, ჩვენ დროულად ვაძლევთ მათ ჟანგბადის ჩასუნთქვის საშუალებას. ტუროპერატორები იმედიანად ემზადებიან, რომ პირველი ვაქცინირებული ტურისტები შემოიყვანონ“, - აღნიშნა თურნავამ.

რაც შეეხება საკითხს, რამდენად საკმარისია ის დახმარება, რასაც ბიზნესი სახელმწიფოსგან იღებს, მინისტრის განცხადებით, მთავრობამ ბიზნესის დასახმარებლად მაქსიმუმი გააკეთა.

„ცოტაა იმასთან შედარებით, რა ზარალიც განიცადეს, 100%-ით ვერ დავაკომპენსირებდით და არც არასდროს შევპირებივართ, მაგრამ უპრეცედენტოა ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ესაა მაქსიმუმი, რაც შეგვეძლო“, - აღნიშნა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს