ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, თეა წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება და უქმნიან სამინისტროს - მე წინააღმდეგი ვიქნები

თეა წულუკიანს, როგორც ჩანს, პარლამენტი ეპატარავება და სამინისტროს უქმნიან, - ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი უწყების შექმნა, რომელიც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მიუღებელია.

"ქვეყანაში, რომელიც იხრჩობა სიღარიბეში, სადაც ადამიანები ლუკმა -პურის გარეშე არიან დარჩენილები, კიდევ ცალკე სამინისტროს შექმნა და ახალი ხარჯების გაღება არის აღმაშფოთებელი, ეს არის დასტური იმის, რომ "ქართული ოცნება" რეალობას არის მოწყვეტილი და არ იციან პარლამენტის კედლებს მიღმა ხალხს როგორ უჭირს. შესაბამისად, მე ვარ და ვიქნები წინააღმდეგი.

თეა წულუკიანს, როგორც ჩანს, პარლამენტი ეპატარავება და უქმნიან სამინისტროს, არ შეუძლია, როგორც ჩანს, რომ არ იყოს მინისტრი, მისთვის სულ ერთია რისი მინისტრი იქნება. ადამიანს, რომელმაც თავი მოიჭრა მსოფლიოში არაეთიკური ქცევით, როცა სხვისი ნომერი გამოაქვეყნა, ნიშნავენ კულტურის მინისტრად", - განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა