სერგეი გავრილოვი ნიკა მელიას საქმეზე - საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა

ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ, - ასე ეხმაურება რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

„ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებელობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ საქართველოს ურთიერთობა, ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში მის შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. ის სიცურე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, - განაცხადა გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა პანდემიის დაძლევის შემდეგ, პირდაპირი ურთიერთობა უნდა დაამყაროს რუსეთის, სომხეთისა და თურქეთის პარლამენტთან და არა მხოლოდ ამერიკასთან.

„ამ შემთხვევაში იქნება ნორმალური მრავალვექტორული, მრავალპოლარული პოზიცია სუვერენული საქართველოსი. მე მზად ვარ შევხვდე ყველას, საქართველოს პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს განვითარებით და იკავებენ პროქართულ პოზიციას. მე მინდა საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუ ისინი ფიქრობენ საკუთარ ხალხზე, იმოქმედონ პრაგმატულად, რათა შეწყვიტონ რუსოფობიული ისტერია და რუსეთთან იქონიონ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა“, - განაცხადა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს, მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე ელექტროსამაჯური დაუმაგრდა, რაც მელიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართულ აქციაზე პროტესტის ნიშნად მოიხსნა. აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, მელიას სასამართლომ გირაოს გადახდა თავიდან დააკისრა, ამჯერად 40 ათასი ლარის ოდენობით, რის გადახდაზეც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ უარი თქვა. შესაბამისად, ამჯერად პროკურატურა სასამართლოში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რისთვისაც პარლამენტის თანხმობა და მელიასთვის, როგორც დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეწყვეტა სჭირდება. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა