„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მედიატორთა ასოციაციიდან“ აცნობეს, მემორანდუმის მიზანია, მედიაციის - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის“ საქართველოში დანერგვა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

„მოგეხსენებათ, რომ ბავშვის მონაწილეობით საოჯახო კატეგორიის სამოქალაქო დავები სავალდებულო სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ დავებს განეკუთვნება, შესაბამისად ინსტიტუციები გეგმავენ აქტიურ თანამშრომლობას აღნიშნული მიმართულებით და უსაფრთხო სამედიაციო პროცესის შექმნას ბავშვებისთვის საქართველოში. მხარეების მიერ ასევე იგეგმება ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო