ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციაზე ნაკლებს ვფიქრობ - ღმერთმა ხელი მოუმართოთთქო ვიტყოდი, მაგრამ ვისაც რევოლუცია უნდა ამ ქვეყანაში, არ ვუსურვებ, რომ ხელი მოემართოს

ღმერთმა ხელი მოუმართოთთქო ვიტყოდი, მაგრამ იმას, ვისაც რევოლუცია უნდა ამ ქვეყანაში, არ ვუსურვებ რომ ხელი მოემართოს,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ოპოზიციაზე ნაკლებს ვფიქრობ. იყო დრო ვცდილობდი მათ რაღაცებში დარწმუნებას, ვერ დავარწმუნე და მათ თავის გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი.

ღმერთმა ხელი მოუმართოთთქო ვიტყოდი, მაგრამ იმას ვისაც რევოლუცია უნდა ამ ქვეყანაში, არ ვუსურვებ, რომ ხელი მოემართოს, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ნორმალური განვითარება, ღმერთმა ხელი მოუმართოს,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამას მხარს არ დაუჭერენ.

ნიკა მელიას მეგობრულად, ადამიანურად ვურჩიე, რომ გადაეხადა გირაოს თანხა, რადგან არ მინდა ეს ადამიანი ციხეში ვნახო. არ ითვალისწინებს, მისი გადასაწყვეტია, ზრდასრული ადამიანია, თავის საქმის თვითონ იცის. მე ხვალინდელ სხდომაზე მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს, რა თქმა უნდა, არ დავუჭერ, არ მე და არც ლევან იოსელიანი,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა