ზურაბ ჯაფარიძემ მის მიერ გახსნილი ბარის ტერიტორია დატოვა, თუმცა ადგილზე სამართალდამცავები კვლავ რჩებიან

“გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბართან ამ წუთებში სიმშვიდეა. ტერიტორია უკვე დატოვეს თავად ზურაბ ჯაფარიძემ და მისმა მხარდამჭერებმა.

ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები.

ცნობისთვის, “გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს სამართალდამცავებმა მისი დალუქული ბარის გახსნის საშუალება არ მისცეს.

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ბარი „ჯაფარასთან“ სამართალდამცავებმა დღეს დალუქეს საქმიანობის გაგრძელების გამო. გამოძიება იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევის მუხლით დაიწყო. ზურაბ ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" 13 თებერვალს, 19:00 საათზე გახსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო