ნიკოლოზ სამხარაძე - დილით დაიგეგმა შალვას ფანჩატურში, რომ გავრილოვს ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის დღევანდელი განცხადება „შალვას ფანჩატურში დაიგეგმა“.

როგორც სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ფიქრობს, რომ გავრილოვის განცხადებით ნიკა მელიას საქმეს გადაფარავენ.

„დღეს დილით დაიგეგმა შალვას ფანჩატურში, რომ გავრილოვს ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა. ჰგონიათ, რომ ამით მელიას საქმეს გადაფარავენ. დაურეკეს გავრილოვს, ჩააწერინეს ეს ინტერვიუ. შესაბამისად, ვისაც აინტერესებს გავრილოვის აზრი, მანვე უსმინოს“,- განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, როგორც გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ.

ამასთან, გავრილოვის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა