თეა ახვლედიანმა ანა კაპელოსთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორატის ნდობის აღდგენის ღონისძიებათა სამმართველოს უფროსთან ანა კაპელოსთან დისტანციური შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ნდობის აღდგენისკენ მიმართული ევროსაბჭოს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ხელოვნურად გაყოფილი მოსახლეობის შერიგების პროცესში ევროპის საბჭოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ანა კაპელოს ამ კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესსა და ამ მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა