აკაკი ბობოხიძე - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ შეწირული კრავივით ვერ წაიყვანენ - უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ნიკა მელიას ძალით წაიყვანენ

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ ასე შეწირული კრავებივით ყოველთვის ვერ წაიყვანენ ან თავისი ფეხით ოპოზიციონერები არ ეახლებიან,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ნიკა მელიას საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბობოხიძე აღნიშნავს, მსოფლიოს დაანახებენ, რომ ნიკა მელია ძალით მიჰყავთ.

„უცნაურია, ადამიანმა დაწერა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე და არ უხსნიან უფლებამოსილებას. იმის გამო, რომ ნიკა მელიასთან სჭირდებათ ამ გადაწყვეტილების მიღება, ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ ასე შეწირული კრავებივით ყოველთვის ვერ წაიყვანენ ან თავისი ფეხით ოპოზიციონერები არ ეახლებიან. ოღონდ აქცენტი არ არის გადატანილი ფიზიკურ წინააღმდეგობაზე. უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ნიკა მელიას ძალით წაიყვანენ. წაიყვანონ, ასე გადავწყვიტეთ, რომ ასე ჯობია“,- განაცხადა ბობოხიძემ.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო