აკაკი ბობოხიძე - ვრჩები „ევროპულ საქართველოში“ და ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას

„ევროპული საქართველოს“ წვერის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ის პარტიაში რჩება და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

აღნიშნულის შესახებ ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სადმე წასვლას რომც ფიქრობდეს, არჩევანი არ აქვს.

აკაკი ბობოხიძე ნებისმიერ შემთხვევაში რჩება „ევროპულ საქართველოში“ და აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას იმიტომ, რომ პოლიტიკური ლიდერების ერთმა ნაწილმა, კონკრეტულად ორმა კაცმა პარტიას ხომ არ შესთავაზა, მოდი სხვანაირად გავაგრძელოთ პოლიტიკური საქმიანობაო? მათ თქვეს, რომ ინდივიდუალურ პოლიტიკურ საქმიანობაზე გადადიან. ამიტომ იმათ, ვისაც გვინდა პოლიტიკა ვაკეთოთ, რომც ვფიქრობდეთ სადმე წასვლას, არჩევანიც არ გვაქვს. არსად წასვლას არ ვაპირებდი. ამასთან, ნებისმიერ რჩევას მივიღებ, ოღონდ ეს რჩევები უნდა იყოს კეთილგანწყობილი ტონით ნათქვამი. მერე გადაწყვეტილებას მივიღებთ პარტიის წევრები. ვინ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას? - ის ადამიანები, ვინც ამ პარტიაში ვაპირებთ დარჩენას და საქმიანობის გაგრძელებას. როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება? იქნება არჩეული გიგა ბოკერია თუ სხვა ვინმე? - ამას ყველაფერს გადავწყვეტთ პარტიაში დარჩენილი წევრები. რას და როგორ გადავწყვეტთ, ამაზე ვიმსჯელებთ ის ადამიანები, რომლებიც თავისი საქმიანობის გაგრძელებას აპირებენ ამ პარტიის ფარგლებში. მგონი, სრულიად გასაგები და ჩვეულებრივი ამბავია“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს