ნიკა მელია -  „პარლამენტში“ მივლენ ჩემი ადვოკატებიც - იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, პარლამენტში მის საქმესთან დაკავშირებით მისვლას პროკურორი აპირებს.

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, პარლამენტში პროკურორისთვის კითხვების დასასმელად მისი ადვოკატებიც მივლენ.

ამავე პოსტში მელია აღნიშნავს, რომ უმრავლესობას ბოდიშის მოხდა მარტო მის წინაშე კი არა, ქვეყნის წინაშე მოუწევს.

„ხვალ, 16 თებერვალს, 10 საათზე “პარლამენტში” იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროკურორი მიდის.

„პარლამენტში“ მივლენ ჩემი ადვოკატებიც - გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია. ადვოკატები მიდიან ერთადერთი მიზნით - პროკურორს დაუსვან კითხვები, რათა მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში ნახოს და კიდევ ერთხელ გაიგოს, რომ ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, არანაირი მტკიცებულება და არანაირი არგუმენტი ჩემს წინააღმდეგ. იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ ჩემს ადვოკატებს გავრილოვის „პარლამენტში“.

გარანტიას გაძლევთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ! ვერავინ დამიჭერთ მურუსიძით დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული!

და სულ ბოლოს ბოდიში მე კი არა, აქეთ თქვენ გექნებათ მოსახდელი ჩემს წინაშე კი არა, ამ ქვეყნის წინაშე!“, - დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გუშინ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს