შინაგან საქმეთა მინისტრმა გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შემდეგ, სამუშაო თათბირი გურიის და სამეგრელოს რეგიონებში, საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელებთან გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრებს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე დაესწრო.

გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი დირექტორები ჰყავს. ვახტანგ გომელაურმა ოზურგეთში გამართულ თათბირზე გურიის პოლიციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს - ლევან ხარაბაძეს წარმატებები უსურვა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გურიის შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვია. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა თანამშრომლებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს 10 თებერვლიდან პოლიციის პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე ხელმძღვანელობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციის ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.

ვახტანგ გომელაურმა გურიასა და სამეგრელოში გამართულ შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა