დავით სერგეენკო ნიკა მელიაზე - კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს, დავინტერესდი, რამდენი ადამიანი ატარებს საქართველოში იგივე სამაჯურს და ასეთი აღმოჩნდა 400-მდე

კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს -სპეციალურად დავინტერესდი, რამდენი ადამიანი ატარებს საქართველოში იგივე სამაჯურს სხვადასხვა მიზეზების გამო და ასეთი აღმოჩნდა 400-მდე , ძალიან რთული იქნება მათთვის ასახსნელად, რატომ მოვიქეცით პოლიტიკოსთან მიმართებაში სხვანაირად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით განუცხადა.

სერგეენკოს განცხადებით, მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ნიკა მელია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

"საბოლოოდ ჩამოვყალიბდით იმ პოზიციაზე, რომ შეჩერებული იქნება, რამ მიგვიყვანა აქამდე - რამდენიმე ფაქტორმა, კერძოდ, კანონი უნდა იყოს დაცული ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ადამიანი თვლიდეს, რომ მის მიმართ უსართლოდ იყო გადაწყვეტილება მიღებული. კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს. მე სპეციალურად დავინტერესდი რამდენი ადამიანი ატარებს საქართველოში იგივე სამაჯურს სხვადასხვა მიზეზების გამო და ასეთი აღმოჩნდა 400-მდე ადამიანი, ძალიან რთული იქნება მათთვის ასახსნელად, რატომ მოვიქეცით ერთ შემთხვევაში პოლიტიკოსთან მიმართებაში სხვანაირად და არაპოლიტიკოსთან მიმართებაში სხვანაირად. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ გადაწყვეტილება იქნება პირველ რიგში ნიკა მელიასგან კანონმორჩილი და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული,"- აღნიშნა მან.

სერგეენკოს განცხადებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო პარლამენტს, ოპოზიციის დღის წესრიგი, რომელიც დაძაბულობაზეა ორიენტირებული, არ შეიცვლებოდა.

"ერთი მხრივ, გვაქვს ვითარება როცა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ორიენტირებულია მხოლოდ დაძაბულობაზე, პროტესტზე და საერთოდ არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ საქმიანმა დისკუსიამ პარლამენტში გადმოინაცვლოს. ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური დაძაბულობის მომხრეები შეინარჩუნებენ ამ დღის წესრიგს მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო პარლამენტს „კი“ ან „არა“, ამიტომ გადაწყვეტილება იყო, რომ მოვიქცეთ კანონის შესაბისად,"- განაცხადა სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა